მწვანე ჩემპიონების პროექტი – „ნათელი მომავალი“

 

ღეს წარმოგიდგენთ „ნათელ მომავლის" ინიციატივას, რომელიც განახორციელა ნოჯიხევის II საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა ქარცხიამ. მან საკუთარ სკოლაში განახლებადი ენერგიით მომარაგების პრაქტიკა დანერგა.
⚡ლუკამ განსაკუთრებული მიზანდასახულობით იმუშავა სკოლაში მზის პანელების დამონტაჟებაზე - სისტემაზე, რომელიც საკმარისად მძლავრია მისი კლასის, სკოლის ზარისა და სამეთვალყურეო კამერების ენერგიით სრულად უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიის შესანახადაც კი. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნული მოწყობილობები შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას. 💡🔋
🤝 ამ ინიციატივის განხორციელება შესაძლებელი გახდა Luxon Power-თან თანამშრომლობით. მათი გუნდი დაეხმარა ლუკას არა მხოლოდ პროექტის დაგეგმვასა და თანადაფინანსებაში, არამედ ჩაატარა ცნობიერების ამაღლების სემინარი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, სადაც განმარტეს, თუ როგორ მუშაობს განახლებადი ენერგიის სისტემები და რა როლი აქვთ მათ მდგრადი განვითარების პროცესში. მათმა წვლილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ამბიციური იდეის ფუნქციურ, რეალურ გადაწყვეტად ქცევაში.
ლუკას პროექტი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ინოვაციურ აზროვნებას, საზოგადოების მხარდაჭერასთან ერთად, რეალური ცვლილებების გამოწვევა და სხვების შთაგონება, გადაიაზრონ ენერგიის მომავალი როგორც სკოლაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 🌍✨
ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის რეგიონული პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ ფარგლებში.
___________________________
🌞 Green Champions Project – “Bright Future”🌞
🎉 Today we present to you “Bright Future”, an initiative developed by Luka Kartskhia, a student of Nodjikhevi II Public School, who set out to implement renewable energy directly into his classroom.
⚡ With remarkable dedication, Luka worked to install solar panels at his school, an energy system powerful enough to fully support his classroom, school bell and video surveillance cameras and even store electricity. This means that during power outages, these devices can continue running uninterrupted. 💡🔋
🤝 This initiative was made possible thanks to the support of Luxon Power. Their team not only helped design and co-finance the project, but also delivered a hands-on capacity-building workshop for students and teachers, explaining how renewable energy systems work and what role they serve in sustainable development. Their contribution played a key role in turning this ambitious idea into a functioning, real-world solution.
Luka’s project shows how innovative thinking, combined with community support, can spark real change and inspire others to rethink the future of energy at school and beyond. 🌍✨
The initiative is implemented within the framework of the UNDP and the Danish Government's regional project "Green Future, Rights and Stability".