სპელეოლოგთა ჯგუფმა ხობის მუნიციპალიტეტში წარმატებული საველე-სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა.
ურთის მასივზე, ჯახუთის ჯიხის მიმდებარედ, დაიზვერა კარსტული ჭები და მოინიშნა ობიექტები შემდგომი კვლევისთვის. ასევე მოინახულეს ოხარკალაიას მღვიმე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა დაფიქსირდა სოფელ ხეთაში, "კოცხოს" უბანში, სადაც აქამდე უცნობი მღვიმე აღმოაჩინეს. მღვიმე დაახლოებით 30 მეტრი სიგრძისა და 12 მეტრი სიღრმისაა, გაგრძელების პერსპექტივით.
👥 მონაწილეები და მადლობა:
გასვლაში მონაწილეობდნენ: ბექა გოგილავა, ზვიადი წიებაშვილი, გალა ალანია და ალიკა ბზეკალია.
კლუბი მადლობას უხდის არქეოლოგ ბატონ გოგიტა ჩიტაიას გაწეული მეგზურობისთვის, ასევე მასპინძლობისთვის ბატონ ხვიჩა შონიას, ცოტნე და ბახვა კუტალიებს.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო სპელეო-კლუბ ,,ეგრისის“ თავკაცს, ბატონ ბექა გოგილავას და კლუბის წევრებს ხობის მუნიციპალიტეტში უანგაროდ ჩატარებული სპელეოლოგიური კვლევებისათვის. ისინი ჩვენთან ადრეც ყოფილან. გუშინ, 16 ნოემბერს ჯახუთის ციხის მიდამოებში დაფიქსირდა რამდენიმე კარსტული ჭა, დათვალიერებულ იქნა მღვიმე ,,ოხარკალაია“, დაფიქსირდა სამეცნიერო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი მღვიმე ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში-კორცხოს უბანში. ეს სამუშაოები ხელს უწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და მომავალში ტურიზმის მიმართულებით პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და სწორად დაგეგმვას. კორცხოში მღვიმის არსებობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს და მეგზურობა გაგვიწიეს ბატონებმა ხვიჩა შონიამ და ცოტნე კუტალიამ, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებ მათ.
გოგიტა ჩიტაია
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)