ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლაში შედგა პროექტ „ნათელი მომავალი“-ს პრეზენტაცია

ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლაში შედგა პროექტ „ნათელი მომავალი“-ს პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც სკოლის ტერიტორიაზე მზის პანელები დამონტაჟდა. ეს არის პირველი შემთხვევა ხობის რაიონში, როდესაც მსგავსი ენერგოეფექტური პროექტი სკოლაში განხორციელდა. იდეის ავტორი მე-10 კლასელი ლუკა ქარცხიაა, რომელმაც CENN-ისგან გრანტი მოიპოვა. პროექტის სრულყოფილი განხორციელებისთვის კი კომპანია „Luxon Power“-მა ქველმოქმედების სახით დამატებითი თანხები გაიღო. სკოლასა და კომპანიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ყოველი წლის 15 ოქტომბერი სკოლაში ენერგოეფექტურობის დღედ გამოცხადდება, ხოლო დაზოგილი ენერგიის საფასური სკოლის კეთილდღეობას მოხმარდება.

წყარო: ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრი