2025 წლის 24 ოქტომბერი, ხობი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიბუხაშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრა, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობითა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, მიზნად ისახავდა სკოლამდელი აღზრდის პერსონალის პროფესიული გაძლიერებას და ხარისხის სტანდარტების ამაღლებას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების მთავარი სპეციალისტები, მეთოდისტები, ფსიქოლოგი და ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრი მშობლები.
მარიამ ჩიბუხაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ბავშვის განვითარებისთვის, ხაზი გაუსვა მშობლისა და აღმზრდელის ერთიან მიზნებს და დეტალურად განიხილა ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრის დასასრულს, სამინისტროს წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებს თანამშრომელთა შემდგომი გაძლიერების მიზნით მხარდაჭერა გამოუცხადა.
ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“ მადლობას უხდის ქალბატონ მარიამ ჩიბუხაშვილს ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრისთვის.







