დ. ხობი: ამას წინად სამმა ყაჩაღმა გამოინადირა. ყაჩაღებს შეხვედრია გზაზედ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ტომით რუსი. იმათ დაუჭერიათ ეს რუსი, უკან შემოუსვავთ ცხენზედ და წაუყვანიათ სხვადასხვა სახლების საჩვენებლად. შემდეგ ამისა რუსი დაუტოვებიათ უვნებლად ერთ მიყრუებულ ადგილს ტყეში. რუსმა ყველაფერი უამბო ადგილობრივ მოხელეებს. შემდეგ რამდენჯერმე კიდევ გამოჩნდნენ იქვე ახლო ტყეში ავაზაკები და არაერთი კაცი და ქალი შეაშინეს. დღესაც შიში ზარს გვცემს.