18-19 ოქტომბერი - ქალაქ ხობში, საფეხბურᲗო ცენტრის სტადიონზე და ხობის ცენტრალურ პარკᲨი წარმატებით ჩატარდა მასშტაბური სპორტული ფესტივალი "სპორტი ყველასათვის" (Festival "Sport For All").
ფესტივალი საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“-ის ორგანიზებით (ხელმძღვანელი მაია აზარაშვილი), სპორტის სამინოსტროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (GFF) მხარდაჭერითა და #BEACTIVE ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა. მისი მთავარი მიზანი იყო მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
ორდღიანმა პროგრამამ მაღალი ინტერესით ჩაიარა და მოიცავდა მინი-ფეხბურთის ტურნირსა და მძლეოსნურ გარბენს (Mini-Football and Road Race), რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და ხობის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალის დასასრულს, გამარჯვებულები და ყველა მონაწილე დაჯილდოვდა, მათ გადაეცათ სპორტული ინვენტარი, თასები, სიგელები და სამახსოვრო სპორტული ჩანთები. ფესტივალმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მასობრივ სპორტულ აქტივობებში ჩართულობის მნიშვნელობას და მოსახლეობის მხარდაჭერას.
საქართველოს ეროვნული ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 18-19 ოქტომბერს ქ. ხობში ჩატარდა ტრადიციული ფესტივალი "სპორტი ყველასათვის" მინი-ფეხბურთსა და მძლეოსნურ რბენებში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 300-მდე გოგონამ და ვაჟმა.
მძლეოსნობა-300 მეტრი რბენა
გოგონები:
1-ბარბარე ლეკიაშვილი
2-მარიამ ლეკიაშვილი
3-მართა თუთბერიძე
ვაჟები:
1-გიორგი არჩილია
2-ზაზა გაბრავა
3-მერაბი ჯეჯეია
ამანათრბენი
I ადგილი
ბარბარე ლეკიაშვილი
ნიკა მიქაუტაძე
მართა თუთბერიძე
გიორგი არჩილია
II ადგილი
მარიამ ლუკიაშვილი
ანდრია ოკუჯავა
ბარბარე ოკუჯავა
ნიკა კვირაია
III ადგილი
ელენე ცხადაია
მერაბი ჯეჯეია
ზაზა გაბრავა
მართა ბუკია
გამარჯვებულებს გადაეცათ, მედლები, დიპლომები თასები, სპორტული ფორმები, ბურთები და მაისურები.
საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" მადლობას უხდის ხობის მერიასა და საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციას მხარდაჭერისთვის.













.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)