სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავთ ყველა იმ არაჩვეულებრივ ქალს, რომელიც საქართველოს მთასა თუ ბარში, დაუღალავად შრომობს უკეთესი მომავლისთვის.

აღგვაფრთოვანებს მათი შემართება, გვიხარია მათი მიღწევები და გვეამაყება, რომ შეგვიძლია ხელი გავუმართოთ, მხარში დავუდგეთ და მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ.

დღეს მარტა ტურავას გაგაცნობთ, რომელმაც ჩვენი ხელშეწყობით, საკუთარი სამკერვალო გააფართოვა, ახალი დანადგარები შეიძინა და წარმატებული ბიზნესი აამუშავა. ხობის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები მარტას სამკერვალოს კარგად იცნობენ და მის ულამაზეს ტანსაცმელს სიამოვნებით ირგებენ.

„ჩემი პროდუქცია ხარისხიანი და ექსკლუზიურია. თითოეული კაბა კონკრეტული კლიენტის საჭიროებებზეა მორგებული, რაც ზრდის კომფორტისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობას“, - გვიყვება მარტა.


მარტა ტურავა ერთ-ერთია იმ მრავალ მეწარმე ქალს შორის, ვინც შვედეთისა და UNDP-ის მხარდაჭერით ისარგებლა და წარმატებას მიაღწია. ამ დახმარების ფარგლებში, 200-ზე მეტმა ქალმა მიზნობრივი მხარდაჭერა მიიღო, ახალი ბიზნესი წამოიწყო, არსებული წარმოება გააფართოვა და საკუთარი წვლილი შეიტანა ეკონომიკურად უფრო ძლიერი საზოგადოების შექმნაში.

This
#RuralWomenDay, we celebrate the hundreds of thousands of incredible women shaping Georgia’s future!

We are inspired by their strength and determination, and proud to support them as they reach their goals.

Meet Marta Turava from Khobi. With support from
UNDP Georgia and the
Embassy of Sweden in Tbilisi, her sewing workshop creates beautiful, custom-made outfits for clients across the Samegrelo region and beyond.

“Each dress is tailored to fit perfectly, enhancing comfort and self-expression,” Marta says, proud of her growing business.


Thanks to the Sweden-funded UN Joint Programme for
#GenderEquality, over 200 women across Georgia have turned their talents into sustainable ventures, strengthening their communities along the way.

: UNDP/Giorgi Tsetskhladze