ხობის კულტურის სასახლეში, ფესტივალის „მუსიკალური შემოდგომა 2025“-ის ფარგლებში, საზეიმო და ხალხმრავალი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებამ მაყურებელს მუსიკალური ვარსკვლავების მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა, რომელშიც მონაწილეობდნენ: „თბილისური კვარტეტი“, თაკო გაჩეჩილაძე, „ნიკოლშოუ“, პანჩო, ლიკა დოლიძე და „ლაიქ ბენდი“.
კონცერტი დიდი ინტერესით და სრული ანშლაგით ჩატარდა. მას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჩატარდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონებში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობის მნიშვნელობას. კონცერტმა მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა და ხობის კულტურულ კალენდარში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.