ხობი 1915 წ.

 

დ. ხობი კულტურული დაწესებულებებით სხვა დაბებზე მაღლა სდგას. აქ არსებობს: ქსენონი, ფოსტა ტელეგრაფის კანტორა, უფასო წიგნთსაცავ-სამკითხველო, წვრილი კრედიტის ამხანაგობა, ორ კლასიანი ნორმალური სასწავლებელი. განზრახვა აქვთ დაარსონ უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი და კოოპერატიული დუქანი. სამკითხველოს ამ ჟამათ ცოტა ჟურნალ-გაზეთები მოსდის. მკითხველთა რიცხვი ჯერ-ჯერობით მცირეა, მიუხედავათ იმისა, რომ სამკითხველო უკვე ერთი წელიწადია, რაც არსებობს.
„სამშობლო“ 1915 წ.