სამეგრელო (სოფელი ხეთა): ყურძნის მოსავალი წელს მეტია შარშანდელზედ. უფრო მეტი იქნებოდა, რომ სექტემბერში გაძლიერებულ ზენა ქარს ყურძენი ძირს არ ჩამოეყარა. იმედია, სიმინდი წრეულს შარშანდელზედ ერთი-ორად მეტი იქნება. ერთმა გაჭირებამ ძრიელ ხელი შეუშალა მუშა ხალხს. ეს სამი თვეა აგერ, რაც ხეთის მიწა-ადგილების გამიჯვნა დაიწყეს და ჯერ ბოლო არ უჩანს. ერთი არეულობა ასტყდა და ხალხი სამუშაოსა სცდებოდა.
„ივერია“ N218, 1893 წ.
აქ აღმოვაჩინე ვაზის ჯიში ლაბილური, რომელიც გავრცელებული ყოფილა ხეთაში. რაც უფრო სწორად მიმაჩნია ეს სახელი, რადგან ივანე ჯავახიშვილს მოხსენიებული აქვს წიგნში "საქართველოს ეკონომიკური ისტორია "მეორე ტომში, რომ სოფელ ხეთასა და მის მიდამოებში გავრცელებული ყოფილა წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ლაგალური.
÷÷÷÷÷÷÷÷÷÷÷
რომელიც ეს სახელი ყოველთვის ეჭვს იწვევდა და ამიტომ რომელიც ახლა აღმოვაჩინე სახელწოდებით,_ლაბილური ეს სახელი უფრო სწორად მიმაჩნია.
და კიდევ აქ ამ ნაშრომში წერია, რომ ზენა ქარმა ხიდან ჩამოყარა ყურძნის მტევნები, გამოდის, რომ იმ დროს სამეგრელოში შემოტანილ ყოფილა ამერიკული ვაზის ჯიშები, რომელიც მისი მტევანი სუსტი ყუნწითაა მიმაგრებული ტოტზე და ამის გამო ცვივა, გარდა ამისა მტევანზე არსებული მარცვლებიც სუსტადაა მიმაგრებული მტევანზე და ამიტომ ცვივა. ვფიქრობ იმ დროს ამერიკიდან ფილოქსერის და ამერიკიდან შემოტანილმა ავადმყოფობამ, რომელიც გავრცელდა საქართველოში ვერ გაუძლო ადგილობრივმა ჯიშებმა და ამიტომ გავრცელდა უფრო დაბალი ღირსების ამერიკული ვაზის ჯიშები, იზაბელა (ადესა) და ნოა (ნოვა) .ესენი ორივე ქალის სახელია.
მე ეს იმიტომ ავღნიშნე, რომ ქართულ (ევროპულ)ჯიშებს არ ახასიათებს ნაყოფების ცვენა.
ხეთელი ავთანდილ კვარაცხელიას კომენტარი
