დიუსელდორფი, გერმანია. ხობიდან (წარმოშობით სოფელ თორსიდან) მებრძოლმა, რამაზ ბუკიამ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) სარეიტინგო ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი ფინალში თურქ მებრძოლს, ოჯალან ჰასანს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.
ეს გამარჯვება რამაზ ბუკიას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ რამაზ ბუკიას გადამწყვეტ ბრძოლას განსაკუთრებულად ადევნებდნენ თვალს მის მშობლიურ სოფელ თორსაში (ხობის მუნიციპალიტეტი). სოფელში გამართულ პირდაპირ ტრანსლაციას მისი ახლობლები და თანასოფლელები ერთად უყურებდნენ და გულითადი გულშემატკივრობით ამხნევებდნენ.
ვულოცავთ რამაზ ბუკიას ამ მეტად მნიშვნელოვან ტრიუმფს და მომავალშიც კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!