ზემო ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის კანკელისთვის დაიწერა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. ტაძარი გადაიხურა ახალი სახურავით. მალე დასრულდება 72 კგ.-იანი ზარის ჩამოსხმა. გრძელდება 12 და 18 კგ.-იანი ზარებისთვის თანხის შეგროვება. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის კურთხევით ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობს დეკანოზი ილია ლომაია.
უფალმა გაახაროს ამ საშვილიშვილო საქმეში მონაწილე თითოეული პიროვნება!