Მერაბ დოლბაიას მიმართვა

 


ძვირფასო ხობელებო,
მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება — ვაპირებ კენჭის ყრას ხობის მაჟორიტარობისთვის. ეს ნაბიჯი გადავდგი პასუხისმგებლობით და სიყვარულით ჩვენი ქალაქის მიმართ.
ხობი ყოველთვის იყო ძლიერი და დიდებული ქალაქი. დროა, მას ისევ დავუბრუნოთ სიძლიერე, სიცოცხლე და ეროვნული პრესტიჟი.
მე გპირდებით, რომ თითოეული ხობელის ხმა გაიჟღერებს ქალაქის საკრებულოში. თქვენი პრობლემები, სურვილები და იდეები იქნება ჩემი მთავარი საზომი. არ შემოვიფარგლები მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიით — მუდმივი კომუნიკაცია თქვენთან იქნება ჩემი პრიორიტეტი.
გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენს ახალგაზრდებს — ისინი იქნებიან ჩვენი ახალი ენერგია. შევქმნით სივრცეებს, შესაძლებლობებს, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება დარჩნენ, იშრომონ, იოცნებონ და ხობში შეიქმნან მომავალი.
ჩვენ ერთად გარდავქმნით ხობს ქალაქად, რომელიც სავსეა სიცოცხლით, შესაძლებლობებით და სიამაყით.

მოდი, ერთად გავხადოთ ხობი პროგრესისა და შესაძლებლობების ქალაქი!”