31 აგვისტოს ქ. ქობულეთში ჩატარდა ,,ფიტნეს რევოლუშენის" თასის გათამაშება მკლავჭიდში, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ მკლავჭიდელებთან ერთად ა(იპ) ხობის მუნიციპალიტეტის ,,სპორტის ცენტრის" მკლავჭიდელებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ჩემპიონები წონების მიხედვით გახდნენ: ბექა ჟიშკარიანი, დათო წულაია და გიორგი ბუსქანძე.

ვერცხლის მედალს დაეუფლა - ნიკო ზარანდია.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: გიგი ჩიტაიამ და გიორგი შალამბერიძემ.

ხობელებმა ამ შედეგით მოიპოვეს გუნდური პირველი ადგილი და ღირსეულად დაეუფლნენ ,,ფიტნეს რევოლუშენის' თასს. გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადეს: საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა კობა თუთბერიძემ და მწვრთნელმა გოგა დანელიამ.