ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირის გახსნა

 

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სტარტი აიღო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის, ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა რესპუბლიკურმა ტურნირმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მემორიალური ტურნირი, რომელშიც საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტის 125 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობს, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და “ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ტარდება.
ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია, 4 ივლისს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში გაიმართება.