ისტორიული ძეგლი „ჯეგეთა“

 


ურთას მთის გაგრძელებაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლი „ჯეგეთა“. 1613 წელს მიწისძვრის შედეგად ჯეგეთას წმინდა გიორგის ეკლესია დანგრეულა, მაგრამ იგი ისევ აღუდგენიათ და ერთ–ერთ პოპულარულ სამლოცველოდ გამხდარა ამ კუთხის მოსახლეობისათვის.
ჯეგეთას მთის ფერდობზე სამი გამოქვაბულია, რომელიც დღემდე სათანადოდ არ არის აღწერილი და შესწავლას საჭიროებს. ჯეგეთას ეკლესიის წარწერა, რომელიც ამჟამად ზუგდიდის მუზეუმშია გადმოტანილი, მოგვითხრობს, რომ აქ მთელი წლის განმავლობაში მძვინვარე მიწისძვრამ დაანგრია როგორც ცაიშის, ასევე ჯეგეთას მეზობელი ეკლესიები და სახლები.
ურთას მთაზე, გამოქვაბულში ნაპოვნია 300 ათასი წლის წინადროინდელი ადამიანის ნამოსახლარი, რომლის მაკეტი პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარის ნაშთებთან ერთად გამოფენილია ქ. ფოთის მუზეუმში.
"კურორტი ცაიში" 1960 წ.