ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ცენტრალურ პარკში მოეწყო საბავშვო სივრცე, ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები ზრუნავდნენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული „თორსა“ გახდა.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ანსამბლ „კოლხეთის“ და შემოქმედებითი ჯგუფების შესრულებით აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში ჯგუფი ,,შარას’’, ადგილობრივი შემსრულებლების და ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართა.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
#26მაისი #ესდღეჩვენია