ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ხობის ფოლკლორული ანსამბლ „კოლხეთის“ ხელმძღვანელის, ნუგზარ ზარანდიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
საღამოზე შესრულდა ცნობილი მეგრული, აფხაზური და სვანური ფოლკლორული სიმღერები.
საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.