ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის მინი სტადიონზე, ტრაგიკულად დაღუპული ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა.
ტურნირში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. პირველობის გამარჯვებული პირველი მაისის სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ხობის N1 საჯარო სკოლამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი პატარა ფოთის საჯარო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.