საბავშვო წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

 

2 აპრილი- საბავშვო წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით ხობის #1 საბავშვო ბაღს ეწვია პოეტი ლაშა გვასალია, რომელმაც სასკოლო მზაობის აღსაზრდელებისთვის მხიარული და საინტერესო შეხვედრა გამართა. ის პატარებს ესაუბრა ,ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ქართული თანამედროვე ავტორების ზღაპრებზე, რომელიც პატარებისთვის უდიდესი შთაგონება და გამოცდილება იქნება.     ბავშვებიც და უფროსებიც აქტიურად ჩაერთვნენ კითხვების დასმასა და დისკუსიაში.
საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელები ყოველთვის ცდილობენ ბავშვებს შეაყვარონ კითხვა და ამოგზაურონ წიგნის ჯადოსნურ სამყაროში.