ხობის ცენტრალურ პარკში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ArtNest“ გაიმართა.
კონკურს-ფესტივალ „ArtNest“-ის ფარგლებში გაიმართა ნახატების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და აღდგომის თემატიკაზე ხატვის კონკურსი სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.
ფესტივალის მიზანს ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა წარმოადგენდა.