* ** სოფ. ხორბა (სამეგრელო) ხობის წყლის მსხვერპლი. 8 აგვისტოს დილით ვიღაც შონიას, რომელსაც დიდი ხანი არ არის, რაც აქ ქალი შეურთავს და აქვე დასახლებულა, გაპარვია ხობისწყლის გაღმა ნაპირზე. საბალახოთ კამეჩი. საცოდავი შონია გასულა კამეჩის გამოსარეკად დაიმედებული, რომ მან იცოდა ცურვა, შემჯდარა კამეჩზე და ჩასულა მდინარეში. კამეჩი რიგიანად პირდაპირ წამოსულა, ნაპირის დაახლოვების დროს კამეჩი ტყვიასავით ძირს წასულა. ხოლო კაცი წყალს გადაუტანია, ერთი ორიოდე დაუყვირია „მომეხმარეთო“ და ხელახლავ გაღმა ნაპირისაკენ . შესდგომია ცურვას, მაგრამ მალე წყლის მსხვერპლი გამხდარა. ყოველივე ღონე მიღებულია დამხრჩვალის მოსაძებნად.
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1898