ხობში ტრადიციული სადღესასწაულო მსვლელობა - ალილო გაიმართა (ვიდეო)

 


ქრისტეშობის დღესასწაულზე, ხობში ტრადიციული ალილო გაიმართა. სადღესასწაულო მსვლელობა ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. სამების სახელობის ტაძრის წინამძრღვართან ერთად მლოცველებმა ალილოს გალობით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და მოსახლეობას მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
ასევე აღდგენილი ტრადიცია ხამისკურელმა და ხეთელმა ცხენოსნებმა ხამისკურიდან ხობის მონასტრამდე საქართველოს, ხობის დროშებით განვლეს გზა და მოილოცეს ხობის-ნოჯიხევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, აღსანიშნავია წელს ბავშვებიც იყვნენ ამხედრებულნი ცხენებზე, რაც ახალი თაობის მიერ ტრადიციის გაგრძელების საფუძველიც არის.