შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტი გაიმართა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
29 დეკემბერს, 15:00 საათიდან, გელოდებით ხობის ცენტრალურ პარკში. შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი!