ყორათი 1961 წელი

 


ჩვენი მასპინძელი, ჭალადიდის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე არქიპო დემანია დაწვრილებით გვაცნობს ჭალადიდ-ხორგის განახლებული უბნების დაბადების ისტორიას. აქ პირველად ომის წინა წლებში დასახლებულან რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთისა და სამეგრელოს მწირმიწიანი სოფლებიდან მშრომელები.

აი, ერთი მათგანი შვიდ ათეულ წელს მიღწეული ახალმოსახლე ვასილ რიჟამაძე:
— ყორათის მიწაზე, — მოგვითხრობს ვასილი, პირველად მოიკიდეს ფეხი - ჩხარის რაიონის მწირმიწიანი სოფლებიდან ჩამოსულმა იმერლებმა. ისინი კოტეჯებში ჩასახლდნენ. ახლა კი იმაზე ფიქრობდნენ, რა უფრო გაიხარებდა ამ მიწებზე. სიმინდი? დიახ, სიმინდი — მინდვრის დედოფალი, სიუხვის წყარო. კარგი იქნება, რომ სიმინდთან ერთად ვაზმაც გაიხაროს. ეს ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა ჩხარის უბნელებს. იტყვიან ცდა ბედის მონახევრეაო და აი, პირველმა ვასილ რიჟამაძემ ჩაჰყარა ვენახი ჭალადიდის მიწაზე. და მალე კოლხეთის მინდვრები სიმინდის ყანებმა და ვაზებმა დაამშვენეს.
„ჟურნალი“ დროშა 1961 წელი

ლევან ღვინჯილია https://www.facebook.com/share/p/BFs2ZWtjrGQTqEvk/