ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სკოლებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე, დავით ბერაია გაეცნენ.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.