ანსამბლ "ცოტნეიდელის" კონცერტი

 დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „ცოტნეიდელის“ კონცერტი გაიმართა. ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცოტნეიდელი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური ცეკვებით წარდგა მაყურებლის წინაშე. კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.