მოგონებები „ვაის გავეყარე, უის შევეყარე“

ხობში სპექტაკლების შესახებ ნიკო გვარიძის მოგონებებიდან ნაწყვეტი (1928 წ. ხობი).
„ხშირად ვდგამდით წარმოდგენებს ხობში, სადაც დიდი ხალისით ესწრებოდა მოსახლეობა. ჩვენ იქ მიგვქონდა უფრო იოლად დასადგმელი პიესები: „ვაის გავეყარე, უის შევეყარე“, „სიძე-სიმამრი“, „სულელი“. იმ დროს ჩვენ მიერ გამართულ წარმოდგენებს დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა, ეს იყო პირველი წარმოდგენები, რომლებსაც ხობის მოსახლეობა ესწრებოდა, ამიტომაც მსურველი ბევრი იყო და სასწავლებლის პატარა დარბაზი,მაყურებელს ვერ იტევდა".