კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები

 


    კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოს რეგიონის მოსწავლეებთან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ლიცეუმის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ჩაატარეს ხობისა და მარტვილის მოსწავლეებთან. მათ დეტალურად ისაუბრეს ლიცეუმში არსებული სასწავლო გარემოს შესახებ. მოგვიანებით კი მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს.
ლიცეუმი მომდევნო საინფორმაციო შეხვედრას გამართავს 28 მარტს ზუგდიდისა და ფოთის სკოლების მოსწავლეებთან.