ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

 


    ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
    პროექტის შესაბამისად  ორ კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა არხები და ეზოებთან მისასვლელები.
    ნოჯიხევში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
    ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 282 ათასი ლარია.
    საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.