ხობელ მკლავჭიდელთა წარმატებები თბილისის ღია პირველობაზე

8-9-10 მარტს ქ. თბილისში გაიმართა თბილისის ღია პირველობა მკლავჭიდში. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი იყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი სალიცენზიო შეჯიბრი. ფინალში გასული სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც მაისში სლოვაკეთში გაიმართება. შეჯიბრი წარმომადგენლობითი იყო. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 420-მდე მკლავჭიდელმა მოიყარა თავი. მონაწილეობას იღებდნენ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის" მკლავჭიდელები,რომლებმაც შეძლეს 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის აღება და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილის დაკავება. ჩემპიონები გახდნენ: 18 წლამდელებში, 65 კგ-მერაბი გვალია. ის ჩემპიონი გახდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მკლავში.15 წლიანებში ჩემპიონები გახდნენ: გიორგი ბუსქანძე (მარჯვენა, მარცხენა) - მძიმე წონა, ნიკოლოზ ზარანდია (მარჯვენა, მარცხენა) - 65 კგ. ვერცხლის მედალს დაეუფლა საბა ლატარია, ხოლო ბრინჯაოს-ბექა ჟიშკარიანი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით. გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადა მწვრთნელებმა: გიგა კოდუამ და კობა თუთბერიძემ.