ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა (ფოტო+ვიდეო)

 

    31 მარტს, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

31 მარტს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, დისიდენტს, ეროვნულ გმირს,  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს - ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. პრეზიდენტმა ცხოვრების უკანასკნელი დღეები ძველ ხიბულაში გაატარა.

ძველი ხიბულის მართალი ლაზარეს აღდგინების ტაძარში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

 ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია, ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

აღნიშნული პროექტების განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას 2019 წლის 29 მარტს, ძველ ხიბულაში სტუმრობისას დაჰპირდა.


















ვანელი მოსწავლეები ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში 31 მარტი 2024



































ჰ ი მ ნ ი.-,,დიდება“
---ძვირფასო   მეგობრებო!
გავკადნიერდები  და  მოგმართავთ  ისე,როგორ სულმნათმა ზვიადმა იცოდა,
---მამულიშვილნო!
გილოცავთ დღევანდელ დღეს.
-------------------------
დღეს სრულიად  საქართველო და ქართველი ერი აღნიშნავს თავისი პირველი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს.
---დღეს ზვიადი  85  წლის გახდებოდა.და გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ნათელ ხსოვნას.
---გმადლობთ.
---ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში 1939 წლის 31 მარტს.
ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის,მწერალ-აკადემიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.
დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი,ინგლისური  ლიტერატურის სპეციალობით..
---წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად.1973 წელს  მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის,ხოლო 1991 წელს-მეცნიერებათა  დოქტორის სამეცნიერო ხარისხი
---1972-77 და 1983-90 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
---1970 -77 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები,მათ შორის ოთხი მონოგრაფია:   რუსთველოლოგიის,ქართული კულტურის ისტორიის,ქართული ლიტერატურის ისტორიის,თეოლოგიის,ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე.
---გამოცემულია მისი ლექსების და იგავ-არაკების კრებული.აგრეთვე,შექსპირის,ბოდლერის,გოგოლის და სხვათა თხზულებების თარგმანი.
---,,აწი დროა შენ სერიოზულად ემზადო,რათა შეძლო გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული  შვილი. გახსოვდეს ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი  და ზეაღმტაცი ამბებისთვის, ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას,რომელსაც ეწევიან მცენარეები და ცხოველები“ ამ სულისკვეთებით ზრდიდა  კონსტანტინე გამსახურდია -შვილს..
---ზვიად გამსახურდიას დიდი შესაძლებლობების მქონეს შეეძლო სხვა არჩევანი გაეკეთებინა და სხვა ცხოვრებით ეცხოვრა.მაგრამ
ზვიადი საქართველოს გულისცემას მიყურადებული,თავისუფალი საქართველოსთვის ოცნებობდა.მან პირველმა აღიმაღლა ხმა  კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ.

-----ანსამბლი ,,კოლხეთი“.,,ჩემო კარგო ქვეყანა“
---ლექსი

---1976 წელს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას  თაოსნობით
თბილისში დაფუძნდა  ჰელსინკის ჯგუფი.
---ზვიადი აქტიურად თანამშრომლობსა დისიდენტურ  ჯურნალ ,,მიმდინარე ამბების ქრონიკა“სთან.
დისიდენტური საქმიანობისთვის ზვიადი 1956 და 1977 წლებში დაპატიმრებულიქნა .ხოლო1977 წლის 1 აპრილს მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხულიქნა.
---საუკუნეებიდან  მოდიოდა საქართველო დაცემით,აღდგომით,ტკივილით,სისხლით,ცრემლით,დამარცხებითა და გამარჯვებით.
--1990 წელს შექმნა  პოლიტიკური ალიანსი ,,მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო.რომელმაც პირველი დემოკრატიული მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
ზვიადის მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის  ჩატარება. შემდეგ კი,ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.
1991 წლის 31 მარტი უმნიშვნელოვანესი  მოვლენაა  საქართველოს ისტორიაში.საყოველთაო სახალხო  რეფერენდუმი ერთადერთი შეკითხვით,,ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველძე“.საქართველოს მოსახლეობის 97% პასუხი იყო ,,დიახ“  

 ---ანსამბლი კოლხეთი  ,,შავლეგო“
---ლექსი ,,ძმას ქრისსტესმიერს“


---1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა ,,საქართველოს რესპუბლიკა,აღადგინეს სახელმწიფო ატრიბუტიკა
დროშა,გერბი,ჰიმნი.
---1991 წლის  26 მაისს კი  ხალხის კეთილი ნების გამოხატვით საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.რასაც უსწრებდა 9 აპრილს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკუდებლობის აღდგენის  გამოაცხადა.

---ფირი---1991 წლის 9 აპრილი.
---ლექსი---
---სიტყვა---

1.  ლევან  ხოფერია.
2  .როლანდი ჯიქია.
3.  დალი გერგაია
4.  როსტევან გვარამია

---1991 წლის დეკემბერში სამარცხვინო ფაქტის წინაშე დადგა საქართველო. დაიწყო შეიარაღებული კომფლიქტი კანონიერი ხელისუფლების დასამხობად.
ზვიად გამსახურდია და მისი მომხრეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო.
---იჩქერიის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მოწვევით ზვიად გამსახურდია გროზნოში ჩავიდა.
1993 წელს,საქართველოში დაბრუნდა და იმავე წლის დეკემბერში საქართველოს პირველი კანონიერი პრეზიდენტი გაურკვეველ სიტუაციაში აღესრულა. და გადასვენებულ იქნა გროზნში.
--2007 წელს ზვიად გამსახურდიას ნეშტი ჩამოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს თბილისში ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული მერაბ კოსტავას გვერდით.
---საქვეყნო ეროვნული ტკივილი არც არასდროს ყუჩდება  თურმე,ამიტომაც აწყვია ყვავილები და ანთია სანთლები დაღუპულ მამულიშვილთა მოსაგონრად.
---ზვიადი სიკვდილსიც ამაღლებულია,მის ცხოვრებას თვით სიკვდილმა დაადგა შარავანდედი.
---მადლიერი შთამომავლობა არ ივიწყებს ჩვენი სასიქადულო მამულიშვილთა ღვაწლს,ამის დასტურია ის,რომ აქ ამ ლამაზ ადგილას ,სადაც ზეციური საქართველოდან დაგვნათის ზვიადის უმანკო სული აშენდა უფლის ტაძარი. რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

„კოლხეთი“ ,,საგალობელი’
ძვირფასო მეგობრებო ,ერთი დღე და ერთი შეხვედრა არ არის საკმარისი ამომწურავად  ვილაპარაკოთ ზვიადის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.ჩვენ კიდევ გვექნება პერიოდულად შევცედრები რადგან საამაყო მამულიშვილებს დავიწყება არ უწერიათ.
მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და ზვიადის სიტყვებით დაგემშვიდობებით.

ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე, 
ბნელში მსხდომთ კვლავაც აუნთოთ კვარი
და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორდი და ნინოს ჯვარი..
ჰ ი მ ნ ი.