1931 წელს,ზემდგომი ორგანოების დადგენილებით სასწავლო მეურნეობა გადიდდა 34,5 ჰექტარამდე.ხოლო 1960 წელს ,ტექნიკუმის მთლიანი ფართობი შეადგენდა- 84.5 ჰექტარს.რომლის შემადგენლობაში შედიოდა: კეთილმოწყობილი გზები,სამელორაციო საწრეტი არხებით,შენობა -ნაგებობები,ქარსაცავი ზოლები, სპორტული მოედნები,პარკები და სკვერები, მრავალწლიანი ნარგავები.შინმოუსვლელთა სტენდი. სასწავლო მეურნეობის, სასოფლო-სამეურნეო და საკვლევი დანიშნულების მიწები:აქედან 33 ჰექტარი, დათმობილი იყო,ერთწლიან კულტურებზე.ასევე გაშენებული იყო,ხეხილის ბაღი.
აღსანიშნავია,რომ ტექნიკუმის ეზოში,სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის ხეებთან ერთად, ხარობდა ორი განსხვავებული და უნიკალური ჯიშის ხე: კამფეტის ხე ანუ ტკბილი ჰოვენია(Hovenia dulcis,სამშობლო იაპონია),რომლის ნაყოფის გემო წააგავდა ქიშმიშს და ქაფურის ხე (ლათ.Cinnamomum camphora)—მარადმწვანე ხე, დაფნისებრთა ოჯახისა,სამშობლო იაპონია.), რომლის ყველა ნაწილი შეიცავს ქაფურის ზეთს,რომლისაგანაც იღებენ ქაფურს.
1924-1930 წლებში ტექნიკუმში საძირკველი ჩაეყარა პარკის მოწყობას.ერთ ჰექტარზე გაშენდა დეკორატიული ბაღი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის მცენარეებით, შემდეგ კი სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარეებით.რომელსაც ხელმძღვანელობდა ტექნიკუმის მასწავლებელი,ცნობილი აგრონომი,ბუნების დიდი მოტრფიალე, ალექსანდრე სარჩიმელია.თითეულ მცენარეზე,ქართულად და ლათინურად იყო მინიშნება(მოკლედ) მიკრული ,მეცნიერული კლასიფიკაციისა და ლათინური სახელების მიხედვით(ოჯახი,გვარი,ლათინური სახელი და წარმოშობის ქვეყანა). მაგალითად,კედარზე-მეცნიერული კლასიფიკაცია: ოჯახი: ფიჭვისებრნი; გვარი:ჰიმალაიური კედარი; ლათინური სახელი: Cedrus deodara.
1969 წლის იანვრის ძლიერმა ქარმა,დააზიანა აღნიშნული პარკის ნაწილი,მოგლიჯა და წააქცია 40 წლის ხეები. რომლის შემდეგ გადაწყდა,რომ ახალი კორპუსის წინ ორ ჰექტარ ფართობზე გაშენებულიყო ახალი პარკი.
ახალი დაწყებული მქონდა ტექნიკუმში მუშაობა(როგორც წარმატებული კურსდამთავრებული, დამტოვეს სამუშაოდ(01.04.1969 წელი).დირექტორმა,ლეონიდე შაფათავამ მთხოვა,დამეპროექტებინა აღნიშნული პარკი და შემდგომ მეხელმძღვანელა, პროექტის განხორციელებაზე.იმის გამო,რომ ტექნიკუმს ამ მიზნით,მწირი ბიუჯეტი ქონდა,პარკის მოწყობა განხორციელდა ცვლილებებით.
პარკის გაშენება დაიწყო, 1969 წლის შემოდგომაზე. სამუშაოების შესრულებაში ჩართული იყო,ტექნიკუმის მთელი კოლექტივი(მოხალისეებად მეზობლები) . ჯგუფებზე განაწილებული იყო კონკრეტული ტერიტორიები და სამუშაოები.ძირითადი სამუშაოები დამთავრდა 1971 წელს.დაირგო ასეულობით ძირი კედარი, დეკორატიული მტირალა ტირიფი,მოეწყო სავალი გზები,სკვერები, ყვავილნარები, მისასვლელი გზები,ციტრუსოვანთა ხეივანი.შემდგომ წლებში ხდებოდა და ამჟამადაც ხდება, პარკის განახლება/შევსება, სხვადასხვა მცენარეებით,მათი მოვლა-პატრონობა.
დირექციას,არ გამორჩენია ჩემი შრომის დაფასება და წახალისება. ორჯერ დამაჯილდოვეს , სახალხო მეურნეობათა საკავშირო მიღწევების, გამოფენის ერთკვირიანი საგზურით (1969 და 1971 წლები.ქ.მოსკოვი).
1973 წელს სასწავლო მეურნეობის გასწრივ გაშენდა მტირალა ტირიფების ახალი ხეივანი.1974 წელს ტექნიკუმის დაარსების 50 წლისთავზე საფუძველი ჩაეყარა მეგობრობის პარკს.
მინდა გავიხსენო,ჩვენი ერთი საგმირო ამბავი.ახალი წლის დადგომის პერიოდებში, გვიხდებოდა ღამით მორიგეობა,რომ არ გადაეჭრათ ნაძვის ხეები.ერთ-ერთი მორიგეობის დროს,შემოვარდა მხედრიონელები,გინდა თუ არა ყველაზე მაღალი კედრები უნდა გადავჭრათო. ვმორიგეობდით:გიორგი ხარგელია,თემურ ძაძამია,ოთარ შენგელაია,ნური მიქავა და მე.ბიჭები დაუდგნენ წინ ავტომატიან მოღალატეებს.ხმაურზე მთელი სამეზობლო, მასწავლებელთა სახლის მხოვრებლები, შეიკრიბნენ, ბიჭები კი ავტომატ მიბჯენილი იდგნენ განუძრევლად. არავითარ შემმთხვევაში არ გავატანდით, მზად ვიყავით ყველაფრისათვის.ერთ-ერთმა,სიტუაცია შეაფასა, ანიშნა თანამზრახველებს და უხმოდ დატოვეს ტექნიკუმის ტერიტორია.იქ შეკრებილთ,ბიჭების საქციელის შემხედვარე, ,,არცერთს არ უთქვია,რას შვრებით,რატომ ჩაიგდეთ ასე მდგომარეობაში თავი,ვინ იცის როგორ დამთავრდებოდაო და მიგეცათ ნაძვისხე’’. შეკრებილთ იმედი ჰქონდათ,რომ ერთიანობა, ერთად დგომა, ყოველთვის ბოროტებაზე გაიმარჯვებდა. ასე, მშვიდობიანად გადაგვარჩინა უფალმა….
ტექნიკუმის ეზო-პარკი, ყოველთვის სუფთაა და სასიამოვნო, დასვენენისა და გართობის საყვარელი ადგილია:ტექნიკუმის სპორტული მოედნები, გაკვეთილების შემდგომ და დასვენების დღეებში, არის ბავშვების,ახალგაზრედების,ნებისმიერი ადამიანის განკარგულებაში.ხოლო ეზო-პარკი, სამეზობლო და ნებისმიერი ადამიანის სასეირნო, დასვენების და ბუნებასთან სიამოვნების ადგილი.
ტექნიკუმის კარი ,,ჩაკეტილი’’ არასოდეს ყოფილა, იმათვის ვისაც ყველაფერში წესრიგი და აკურატულობა უყვარს. .სურათების გადაღების მსურველთათვის,განსაკუთრებით სტუდენტებისათვის,პარკი „განწყობილების პეიზაჟებს“ წარმოადგენდა.ვინც ტექნიკუმში პირველად შემოდის, განცვიფრებით უყურებს და ათვალიერებს ,წლების განმავლობაში, წალკოტად ქცეულ პარკის აურას.პარკი დღესაც არის , ტექნიკუმის სავიზიტო ბარათი.
გაგრძელება იქნება. თავი II. ინფასტრუქტურა
წყარო: https://www.facebook.com/photo?fbid=2340635086146658&set=pcb.2340636792813154