ხობში მცხოვრებ შვიდ პირს ეტლები გადაეცა

 

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ. 

საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საჩუქარი შვიდმა მოქალაქემ მიიღო. 

ეტლების გადაცემის პროცესს, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია გაეცნო.

 საერთაშორისო ასოციაცია მოქალაქეებისთვის ეტლების გადაცემას მომავალშიც გეგმავს.