ხობის ,,კოლხეთს" გია გიგატაძე წაუძღვება

 


საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი“-ს ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა. ხობში ამ პოსტზე გამოცდილი სპეციალისტი გია გიგატაძე იმუშავებს.

გია გიგატაძე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში წარმატებით იცავდა ფოთის ,,კოლხეთი - 1913"-ის  ღირსებას, ხოლო მწვრთნელობისას ქუთაისის „ტორპედოში“, წყალტუბოს „სამგურალში“, მარტვილის „მერანში“, გორის „დილასა“ და ტყიბულის „მეშახტეში“ უმუშავია. წარმატებები ვუსურვოთ ბატონ გიას და ახლად დაკომპლექტებულ ს.კ. ხობის ,,კოლხეთს"