ტატა ბუკია ხობის ახალგაზრდული საბჭოს წევრი

 


⭐ გაიცანით ხობის სათათბირო ორგანოს-ახალგაზრდული საბჭოს წევრი - ტატა ბუკია.

  ტატა არის სსიპ ხობის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. დაიბადა 2007 წლის 7 ივლისს (07/07/2007). პატარაობიდან იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სახის ოლიმპიადებში (KINGS,robinson), არაერთხელ ყოფილა რეგიონის და ქალაქის მასშტაბით გამარჯვებული. 

  დაინტერესებულია უცხო ენებით და სხვადასხვა ქვეყნის კულტურით, კარგად ფლობს ინგლისურ ენას. 

არაფორმალურ განათლებაში დედის რჩევით ჩაერთო, პირველი პროექტი იყო "პირველი მაისის ახალგაზრდული ცენტრის" პროექტი სახელად "სათემო აქტივიზმი". იყო მოხალისე საინიციატივო ჯგუფში - "ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის". 2023 წლის აგვისტოდან გახდა ხობის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2024 წლის 14 იანვარს კი  გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია "NEOGENI"-ის პროექტ - „დემოკრატიული ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციისადმი მდგრადობის გაძლიერების“ მონაწილე - მეორე თაობის ლეგატუსი. გაიარა ტრენერთა ტრენინგი და აპრილის თვიდან დაიწყებს ტრენინგების ჩატარებას პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში.

#ხობისახალგაზრდულისაბჭო

#ხობელიახალგაზრდები