ხელოვნების საერთაშორისო სატელევიზიო კონკურს-ფესტივალი
„TV 100 ვარსკვლავი" მონაწილეობის მიღება წარმატებული აღმოჩნდა ხობის ბავშვთა თეატრისთვის.ჩვენს გვერდით მრავალი უცხოელი ახალგაზრდა ღებულობდა მონაწილეობას,რაც ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო
მ/წ 24 ნოემბერს კვლავ წარვსდექით საერთაშორისო დონის ჟიურის წინაშე: 1.ვოკალური სტუდია ასტერის პრეზიდენტი, ქორეოგრაფიული სტუდია ანტარეს დირექტორი,საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზატორი და ასევე საერთაშორისო რანგის ჟიური აქსანა ოსტაშევსკაია,უკრაინა
2.საცეკვაო ცენტრი „ოლ" -ის დირექტორი, სამოდელო ლიგის დირექციის დირექტორი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სამგზის მსოფლიო თასის ჩემპიონი, ალექსანდრე ლიახოვიჩი. ბელორუსი
3. მუსიკოსი და კომპოზიტორი, ვარშავის ნაციონალური ტელევიზიის მუსიკალური პროგრამების პროდიუსერი, საერთაშორისო სიმღერისა და ცეკვის ფესტივალების პროდიუსერი,საერთაშორისო ფესტივალების ფედერაციის ორგანიზაციის წევრი,ალექსანდრე პალაცი. პოლონეთი
4.ხელოვნებათმცოდნე,ქორეოგრაფი,საერთაშორისო ფესტივალების კურატორი გიორგი მურვანიძე. საქართველო
5. საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულების პროფესორი,მუსიკის საპატიო დოქტორი, ქ.ქუთაისის საპატიო მოქალაქე,ღირსების ორდენის კავ ალერი ციცინო თოდუა.საქართველო
6.მუსიკათმცოდნე,მუსიკის საპატიო დოქტორი,ქ.ქუთაისის საპატიო მოქალაქე,ღირსების ორდენის კავალერი,რუსუდან ლორთქიფანიძე.საქართველო
7. მუსიკოსი,ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტთან არსებული ჯაზ ბიგ ბენდის ხელმძღვანელი და პედაგოგი, კალისტრატე ცინცაძე.საქართველო
8.მუსიკოსი,კომპოზიტორი,საერთაშორისო ფესტივალების პრეზიდენტი,ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო რანგის ჟიური დარეჯან გეფერიძე
პატარა მსახიობები ღელავდნენ,განიცდიდნენ,მაგრამ 25 ნოემბერს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე გაცხადდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილება: ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა თეატრმა გრან-პრი დაიმსახურა.(ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე,ბულგარეთში, მონაწილეობის მისაღებად 50% -ანი დაფინანსება)
ოცდახუთივე მონაწილეს გადაეცა დიპლომი და მედალი.რეჟისორი( მარინა ჯღარკავა),მხატვარი( ემილ გეგენავა), ქორეოგრაფი (ფიქრია თოდუა), მთავარი როლის შემსრულებლებმა ტატო გვასალიამ და დემეტრე ჩუხუამ საუკეთესო შესრულებისათვის სპეც. პრიზები დაიმსახურეს.
მინდა მადლობა გადავუხადო ხობის მუნიციპალიტეტის მერს,ბატონ დავით ბუკიას მხარდაჭერისათვის,იმისთვის,რომ მოგვცა შანსი ჩვენი ნიჭი და შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე მოგვესინჯა.მადლობა ფესტივალის ორგანიზატორს,ქალბატონ დარეჯან გეფერიძეს მიწვევისათვის,ჩვენს მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისათვის.
მადლობა ჩემს შემოქმედებით ჯგუფს და პატარა მსახიობებს დაუღალავი შრომისათვის.
წინ საინტერესო გზებია!
წყარო: მარინა ჯღარკავას ფბ.გვერდი
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი კობა კობახიძე ესწრებოდნენ.
კონკურს-ფესტივალზე „TV 100 ვარსკვლავი“ ხობის ბავშვთა თეატრი ნოდარ დუმბაძის მოთხრობების (,,ბოშები“, ,,HELLADOS’’) მიხედვით, მარინა ჯღარკავას მიერ დადგმული სპექტაკლით - ,,აქ ჩემი სახლია“ წარსდგა.
ხობის ბავშვთა თეატრმა საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და გრან პრი - 50% დაფინანსება მიიღო (ბულგარეთში საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად). ყველა მონაწილეს გადაეცა საპატიო დიპლომები და მედლები.