თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახალი წელი მიულოცეს

 


ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია შინაგან საქმეთა სამინისტროს  ხობის რაიონულ სამმართველოს, „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალს „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“და საგანგებო სიტუაციების მართვის ხობის განყოფილებას ეწვივნენ, თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში და მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.