ხობში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო (401 ფოტო+ ვიდეო)

 

🎄 🎉დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. 

🎼ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში მაყურებლის წინაშე ანსამბლი „კოლხეთი, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო და სპორტული ცეკვებისა და საესტრადო სიმღერების ჯგუფები და სამუსიკო სკოლის გუნდები წარდგნენ. ბავშვების მხიარულ განწყობაზე დრამერები  ზრუნავდნენ, სადღესასწაულო საღამო კი დიჯეი GIO-ს კონცერტით გაგრძელდა.

👥ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🎉საახალწლო ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 2 იანვარს, ხობის ცენტრალურ პარკში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებით დასრულდება.

🎇 სადღესასწაულო საღამო საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.