ამნისტიის კანონის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

 

დღეს, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ამნისტიის კანონის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ალექსანდრე კოდუამ შეხვედრის მონაწილეებს ამნისტიის შესახებ კანონზე მიაწოდა ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის სამსახურების თანამშრომლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო. 

კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.

ამნისტიის შესახებ კანონის ინიციირების მიზანია იმ მოქალაქეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არიდება, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს. ამნისტიის კანონის გამოყენებით პირი ნასამართლევად არ ჩაითვლება. 

https://shorturl.at/jkvz5