ნუგზარ ლემონჯავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში

 29 აგვისტოს, პაატა თათარიშვილის სახელობის ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ხობის "კოლხეთი-2"-ის ყოფილი ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. 

პირველობის გამარჯვებული და ნუგზარ ლემონჯავას სახელობის თასის მფლობელი  ფოთის „კოლხეთი“ გახდა. მეორე ადგილი ხობის "კოლხეთის" ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილზე  მარტვილის საფეხბურთო სკოლა გავიდა.
საფეხბურთო ტურნირში ხობის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის, ხონის და ქუთაისის საფეხბურთო სკოლების 2013-2014 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. 
ფინალურ მატჩს და დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. 
მემორიალური ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.