ნუტი ლემონჯავას სახელობის ტურნირის გახსნა 24 აგვისტო 2023



დღეს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის "კოლხეთი-2"-ის ყოფილი ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას ხსოვნისადმი მიძღვნილმა პირველობამ ფეხბურთში.
ტურნირში ხობის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის, ხონის და ქუთაისის საფეხბურთო სკოლების ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობენ.
ფინალური შეხვედრები 29 აგვისტოს ხობის პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.