ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 ხობის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (ნოჯიხევი - ქ. ხობი) სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზაზე იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ნაპირდამცავი გაბიონი, რკინა-ბეტონის კიუვეტები, ავტოპავილიონი, არხები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, განთავსდება საგზაო ნიშნები.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 მილიონ 582 ათას ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურულ პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.