აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მერის წარმომადგენლებთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგს იწყებს. აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ. 

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებების პირველი ეტაპის საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას  მუნიციპალიტეტში. პროგრამის ფარგლებში პირველი ეტაპის აგროქულების ჩარიცხვა მარტის თვეში განხორციელდება.