დოკუმენტური ფილმის „ხობის თეთროსანი ღვთისმშობლის კვართი-მითი და რეალობა“-ს პრეზენტაცია

 

2023 წლის 31 იანვარს საზოგადოება „ხობელის“ დარბაზში გაიმართა რიგით მეორე ღონისძიება, რომლის ფარგლებში ხობელი ნუგზარ (ხვიჩა) შონიას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ხობის თეთროსანი ღვთისმშობლის კვართი-მითი და რეალობა“-ს პრეზენტაცია მოეწყო. ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადეს ავტორს მნიშვნელოვანი ნამუშევრისთვის, დასმულ იქნა კითხვები და ამავ დროს გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები ფილმში ასახული მოვლენების მიმართ.

31 იანვარს საზოგადოება ,,ხობელის“ დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ხობის თეთროსანი ღვთისმშობლის კვართი-მითი და რეალობა“-ს ჩვენება. ფილმის ავტორია ნუგზარ (ხვიჩა) შონია. მის შექმნაში მან უდიდესი შრომა და ძალისხმევა ჩადო. მცირედი წვლილი, როგორც ისტორიკოსმა მეც შევიტანე. მინდა ხაზი გავუსვა ამ ფილმის დიდ ისტორიულ და წყაროთმცოდნეობით ღირებულებას. დღევანდელობაში ამ ფილმს აქვს ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ მომავალი თაობები კიდევ უფრო მეტად დააფასებენ ხვიჩა შონიას ღვაწლსა და შრომას, მით უფრო, რომ ის, ხობელთა სასიკეთოდ არაერთი მნიშვნელოვანი საქმის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელია...
ღმერთმა განავრცოს დღენი მისნი სიცოცხლისანი! უფლის წყალობა არ მოკლებოდეს ნუგზარ (ხვიჩა) შონიასა და მისი ოჯახს!