წიგნი-,,ხობის მონასტრის არქეოლოგია (ხობი ნოჯიხევი)“.



 ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს დაფინანსებით გამოვიდა ჩვენი წიგნი-,,ხობის მონასტრის არქეოლოგია (ხობი ნოჯიხევი)“.

    ნაშრომში განხილულია ხობის მონასტრის ტერიტორიაზე 2008-2016 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას მიღებული კვლევის შედეგები. უტყუარადაა დადასტურებული, რომ ხობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, მიწიქვეშა სივრცეებში ჯერ კიდევ მრავალი შენობა-ნაგებობის ნაშთის გამოვლენაა მოსალოდნელი, რომელთა ნაწილი გაცილებით ძველია ვიდრე დღეისათვის ხილული ტაძარი და სხვა ნაგებობანი. პუბლიცირებულია ხობისა და ნოჯიხევის ადმინისტრაცულ ერთეულებში სადაზვერვო სამუშაოებისას მიკვლეული არქეოლოგიური ობიექტები და შემთხვევით მოპოვებულ ნივთიერ მასალასაც.

    ნაშრომი განკუთვნილია ხობის წარსულით დაინტერესებული ისტორიკოსებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.