პოეტ ია ნანეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო

  


2 დეკემბერს,  საჯიჯაოს კულტურის სახლში პოეტ  ია ნანეიშვილის მეგობრებმა, მის დაბადების დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს პოეზიის საღამო და ია ნანეიშვილის ბოლო ლექსების კრებულის-,,ცისფერი ღამის ყვავილი"-ის პრეზენტაცია. (წიგნი გაყიდვაშია და მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდეს ოჯახს, მეგობრებს).

 მონაწილეებმა  იას შემოქმედებიდან ლექსები ლექსები და  ჩანახატები წაიკითხეს... ია წერდა სიყვარულზე, სიკეთეზე, ტკივილზე, ადამიანობაზე. მისი ნააზრევი მკითხველს გაამხნევებდა და იმედს უსახავდა. ამიტომ უყვარდა იგი მთელ საქართველოს.  მან თავისი შემოქმედებით სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა უკდავება. იას პოეზიაზე მომავალში, ალბათ, მეტი ითქმება, ვიდრე თქმულა. 

სულ გამოქვეყნებულია ია ნანეიშვილის  7 წიგნი: ,,ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი"; ,,მზეს მინდა მივწვდე"; ,,სიკეთეს ღვთისფერი თვალები აქვს"; ,,თეთრი ოცდაოთხი თვე"; ,,შავი ბაღი"; ,,სულში სიყვარული მეფობს"; ,,ცისფერი ღამის ყვავილი". 

უნიჭიერეს ახალგაზრდა პოეტს კიდევ მრავალი სათქმელი დარჩა... არ დააცადა სიკვდილმა...

იას  მეგობრები: ბელა ქვარცხავა, თეონა ზუხბაია, ნანა ნადარაია, ლანა სერგია, ირმა მაქაცარია, ელენე გოგინავა.

#პოეზია

#ხობელთახსოვნა