საკრებულოს სხდომა

 

13 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2022 წლის შემოსულობები გაიზარდა 158.6 ათასი ლარით „გრანტებიდან“ (მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად) და შეადგინა 21498,3 ათასი ლარი, გადასახდელები გაიზარდა 721.3 ათასი ლარით და შეადგინა 25299,9 ათასი ლარი. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთიდან 562,7 ათასი ლარი (ადგილობრივი ბიუჯეტი) მიიმართა შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: 56,7 ათასი ლარი, პრიორიტეტის ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ ხოლო 506,0 ათასი ლარი, პრიორიტეტის ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ ასიგნებაზე.

განკარგულების პროექტით; „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლისთვის სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“. საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლას მიენიჭა სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლის სახელი.
დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილულ იქნა განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ რომლის თანახმადაც შავღელის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ამბულატორია ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადაეცა სახელმწიფოს, შემდგომში ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ გადაცემის მიზნით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.