„ევროპის სპორტის კვირეული“ ხობში

 

ხობის მუნიციპალიტეტში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა მინიფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, ბაგირის გადაწევასა და მძლეოსნობაში. 

აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ხობის „ჭალე“ გახდა, ხოლო მეორე ადგილი შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. 

სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები და მედლები გადაეცათ.

სპორტულ შეჯიბრებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

“ევროპის სპორტის კვირეული“ ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.

“ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.

კვირეული ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“, „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.