მოხსენება მაჩხომერის შესახებ

 

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე ,,მაჩხომერის’’ მთაზე, მიმდინარე წელს  ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ მოხსენება წაიკითხა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსი თავისი განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობიდან გამომდინარე მოექცა ქართველი და უცხოელი მეცნიერების ინტერესის სფეროში.

არქეოლოგიურ გათხრებს რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. სამუშაოებში მონაწილეობდნენ: მხატვარ-რესტავრატორი – ნანა პაპუაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგები – თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი ასევე, იტალიელი არქეოლოგი, ემანუელ ინტაგლიატა.

 „მაჩხომერზე“ მეექვსე წელია არქეოლოგიური სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.